აღმოაჩინეთ, თუ როგორ შეუძლია დაკავშირების, კომფორტისა და უსაფრთხოების მახასიათებლებს განსაზღვრონ S60 Recharge-ის ხასიათი.
S60 Recharge-ში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.
ესაუბრეთ Google-ს S60 Recharge-ში ხმამაღლა მოლაპარაკე კავშირის დახმარებით. იხილეთ მიმართულებები, გაერთეთ და შეინარჩუნეთ კავშირი მეგობრებთან, ოჯახთან და კოლეგებთან – ამისათვის, უბრალოდ თქვით „Hey Google“.
დარჩით კავშირზე თქვენს ციფრულ ცხოვრებასთან. Google Play თქვენს S60 Recharge-ში საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ აპებითა და სერვისებით, რომელთაც შეუძლია ყოველი მოგზაურობა უფრო საინტერესო და მოსახერხებელი გახადოს.
S60 Recharge-ში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.
Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი ყველა მონაცემს მოიცავს და უზრუნველყოფს S60 Recharge-ის და თქვენი ციფრული ცხოვრების კომფორტულ ურთიერთქმედებას.
მიიღებთ თქვენს ფავორიტ აპებს, როგორიცაა Google Assistant, Google Maps, და Google Play-ზე არსებული სხვა აპები, სასარგებლო, თქვენზე მორგებული და უბადლო მართვის გამოცდილებისათვის.
მოახდინეთ კომფორტის ოპტიმიზაცია Volvo-ს ახალი ფუნქციების მეშვეობით. ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი მოიცავს Volvo Cars app-ის მეშვეობით დისტანციურ მომსახურებას.
S60 Recharge-ს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
S60 Recharge-ს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
ზუსტი, მკვეთრი რეაქციები და დინამიური, მშვიდი მგზავრობა. მოწინავე შასის საშუალებით, თქვენ მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ ისიამოვნოთ შესანიშნავი მგზავრობით.
მაღალი დონის და მსოფლიო კლასის ჰაერის გამწმენდი სისტემა აკავებს და სალონში არ უშვებს საშიში PM 2.5 ნაწილაკების 95 პროცენტს. ეს თქვენ და თქვენს მგზავრებს საშუალებას გაძლევთ ისუნთქოთ უკეთესი და ჯანსაღი ჰაერით, გარე პირობების მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ავტომობილის გარეთ არსებული ნაწილაკებისა და მტვრის დონეს.
მოძრაობის მხარდამჭერი და AWD სისტემები კომბინაციაში ქმნის გამოცდილების მაღალი ხარისხის შეგრძნებას. წვიმაში თუ მზიან ამინდში, თოვლიანი წვიმაში თუ თოვლში — S60 Recharge-ით ნებისმიერ ადგილას მიხვალთ.
ჩვენი მოწინავე, მძღოლის დახმარების ტექნოლოგია უფრო კომფორტული მართვის საშუალებას გაძლევთ. იგი დაგეხმარებათ უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებაში, სიჩქარის რეგულირების მეშვეობით და ზოლის ფარგლებს გარეთ გასვლის საშუალებას არ მოგცემთ, საჭის მართვის კორექტირების მეშვეობით. ის აგრეთვე სასარგებლოა პიკის საათებშიც და შეჩერების შემდეგ, თქვენს გარეშე შეგატყობინებთ მიიწევს თუ არა მოძრაობის ნაკადი წინ.
ზუსტი, მკვეთრი რეაქციები და დინამიური, მშვიდი მგზავრობა. მოწინავე შასის საშუალებით, თქვენ მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ ისიამოვნოთ შესანიშნავი მგზავრობით.
შექმნილია მათთვის, ვინც ჟღერადობაში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ეს ოპციური 1400 ვტ-ის სიმძლავრის აუდიო სისტემა უზრუნველყოფს ხმის განსაკუთრებულ სისუფთავეს და მუსიკის ჟღერადობის რეალურობას, ხოლო დეტალიზაციისა და გარჩევადობის ოპტიმიზაცია საშუალებას იძლევა მოვისმინოთ კომპოზიცია იმ სახით, რა სახითაც ეს შემსრულებელმა ჩაიფიქრა.
ზუსტად დარეგულირებული მაღალი ხარისხის 15 დინამიკი და ინოვაციური საბვუფერი, რომელიც თქვენი Volvo-ს არქიტექტურასთანაა ადაპტირებული, უზრუნველყოფს მოცულობით ჟღერადობას, მიუხედავად იმისა, რომელ სავარძელზე ზიხართ. მუსიკის სრულყოფილი გამოცდილება, რომელიც რეალურად შეგიძლია შეიგრძნო.
უნიკალური „ოთახის გარდაქმნის“ ტექნოლოგია ქმნის კონკრეტული გარემოს აკუსტიკას. აირჩიეთ „ოთახის რეჟიმებიდან“ ოთხი განსხვავებული ვარიანტი: „სტუდიო“, „ინდივიდუალური სცენა“, „საკონცერტო დარბაზი“ და „ჯაზ კლუბი“.
ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.*
ჩვენს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნოლოგიას შეუძლია დაგეხმაროთ მომავალი საგზაო მოძრაობისას მობრუნებაში ავტომატური სამუხრუჭე სისტემით, თუ არსებობს შეტაკების საშიშროება.
დღისით თუ ღამით, ჩვენი Safety Assistance ინტელექტუალური ტექნოლოგია დაგეხმარებათ სხვა ავტომობილების, ქვეითების, ველოსიპედების და დიდი ცხოველების აღმოჩენაში და მათთან შეჯახების თავიდან აცილებაში. სისტემა ჯერ აფრთხილებს მძღოლს, შემდეგ ავტომატურ მუხრუჭებს იყენებს, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ვერ მოახდენს რეაგირებას.**
ჩვენი უხილავი ზონის საინფორმაციო სისტემა (BLIS) უზრუნველყოფს აქტიურ მხარდაჭერას ზოლის შეცვლისას. თუ მომიჯნავე ზოლში სხვა მანქანებთან შეჯახების საფრთხე არსებობს, BLIS-ს შეუძლია დახვეწილად შეცვალოს საჭე, რაც ხელს შეუწყობს თქვენ, თქვენს მანქანასა და თქვენს ახლობლებს იქ, სადაც თქვენ აპირებთ ყოფნას.
თუ ცენტრალური ხაზიდან გადახვევას იწყებთ, არსებობს მომავალ ავტომობილთან შეჯახების რისკი. თქვენს ავტომობილს შეუძლია ამის დადგენა და საჭის კორექტირება, რაც დაგეხმარებათ უსაფრთხო გზაზე დაბრუნებაში. ***
ოთხი კამერით, რომლებიც 360°-იან ხედებს გთავაზობთ, და ფლანგის სენსორებით, რომლებიც ზრდის ავტომობილის გვერდით მდებარე საგნების შესახებ ინფორმირებულობას, ჩვენი სისტემა დაგეხმარებათ, ვიწრო სივრცეებშიც კი თავდაჯერებულად გააჩეროთ ავტომობილი.
ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.*
* მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ანაცვლებს მძღოლის ყურადღებასა და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას შესაძლოა შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
** იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.
plug-in ჰიბრიდი
მიიღეთ სიახლე და აკონტროლეთ მოგზაურობა. გაიცანით ჩვენი ლუქს-კლასის plug-in ჰიბრიდი ინტეგრირებული Google-ით.
plug-in ჰიბრიდი
მიიღეთ სიახლე და აკონტროლეთ მოგზაურობა. გაიცანით ჩვენი ლუქს-კლასის plug-in ჰიბრიდი ინტეგრირებული Google-ით.
გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში და შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი აღჭურვის ყველა დონისა და ძალური აგრეგატის ტიპისთვის.
Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.