დაკავშირებული თქვენს ცხოვრებასთან, უსაფრთხოებასა და სიამოვნებასთან. აღმოაჩინეთ ჭეშმარიტად ლუქს-კლასის სედანი.
S90 Recharge-ში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.
ესაუბრეთ Google-ს S90 Recharge-ში ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის დახმარებით. იხილეთ მიმართულებები, გაერთეთ და შეინარჩუნეთ კავშირი მეგობრებთან, ოჯახთან და კოლეგებთან – ამისათვის, უბრალოდ თქვით „Hey Google“.
დარჩით კავშირზე თქვენს ციფრულ ცხოვრებასთან. Google Play თქვენს S90 Recharge-ში საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ აპებითა და სერვისებით, რომელთაც შეუძლია ყოველი მოგზაურობა უფრო საინტერესო და მოსახერხებელი გახადოს.
S90 Recharge-ში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.
Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი ყველა მონაცემს მოიცავს და უზრუნველყოფს S90 Recharge-ის და თქვენი ციფრული ცხოვრების კომფორტულ ურთიერთქმედებას.
მიიღებთ თქვენს ფავორიტ აპებს, როგორიცაა Google Assistant, Google Maps, და Google Play-ზე არსებული სხვა აპები, სასარგებლო, თქვენზე მორგებული და უბადლო მართვის გამოცდილებისათვის.
მოახდინეთ კომფორტის ოპტიმიზაცია Volvo-ს ახალი ფუნქციების მეშვეობით. ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი მოიცავს Volvo Cars app-ის მეშვეობით დისტანციურ მომსახურებას.
S90 Recharge-ს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
S90 Recharge-ს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
მაღალი დონის და მსოფლიო კლასის ჰაერის გამწმენდი სისტემა აკავებს და სალონში არ უშვებს საშიში PM 2.5 ნაწილაკების 95 პროცენტს. ეს თქვენ და თქვენს მგზავრებს საშუალებას გაძლევთ ისუნთქოთ უკეთესი და ჯანსაღი ჰაერით, გარე პირობების მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ავტომობილის გარეთ არსებული ნაწილაკებისა და მტვრის დონეს.
ჩვენი მოწინავე, მძღოლის დახმარების ტექნოლოგია უფრო კომფორტული მართვის საშუალებას გაძლევთ. იგი დაგეხმარებათ უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებაში, სიჩქარის რეგულირების მეშვეობით და ზოლის ფარგლებს გარეთ გასვლის საშუალებას არ მოგცემთ, საჭის მართვის კორექტირების მეშვეობით. ის აგრეთვე სასარგებლოა პიკის საათებშიც და შეჩერების შემდეგ, თქვენს გარეშე შეგატყობინებთ მიიწევს თუ არა მოძრაობის ნაკადი წინ.
პროექციული ეკრანი დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი სისწრაფე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ ნავიგაციის სისტემის მითითებებს და სხვა. ეს ყველაფერი გზისთვის თვალის მოშორების გარეშე. პროექციული ეკრანის სიკაშკაშე ავტომატურად რეგულირდება განათების პირობების შესაბამისად, ასევე შეგიძლიათ დაარეგულიროთ სისტემა თქვენი სურვილისამებრ.
გამოიწერეთ ციფრული სერვისების პაკეტი და ისიამოვნეთ სრული წვდომით Volvo Cars აპის ყველა დისტანციურ სერვისზე, რომელიც მოიცავს ჩაკეტვასა და განბლოკვას, სალონის წინასწარ გაწმენდას და სალონის გათბობას ან გაგრილებას.*
მაღალი დონის და მსოფლიო კლასის ჰაერის გამწმენდი სისტემა აკავებს და სალონში არ უშვებს საშიში PM 2.5 ნაწილაკების 95 პროცენტს. ეს თქვენ და თქვენს მგზავრებს საშუალებას გაძლევთ ისუნთქოთ უკეთესი და ჯანსაღი ჰაერით, გარე პირობების მიუხედავად. ასევე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ავტომობილის გარეთ არსებული ნაწილაკებისა და მტვრის დონეს.
* Volvo Cars-ის აპის დისტანციური სერვისები ჩართულია ციფრული მომსახურების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
შექმნილია მათთვის, ვინც ჟღერადობაში სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ეს ოპციური 1400 ვტ-ის სიმძლავრის აუდიოსისტემა უზრუნველყოფს ხმის განსაკუთრებულ სისუფთავეს და მუსიკის ჟღერადობის რეალურობას, ხოლო დეტალიზაციისა და გარჩევადობის ოპტიმიზაცია საშუალებას იძლევა მოვისმინოთ კომპოზიცია იმ სახით, რა სახითაც ეს შემსრულებელმა ჩაიფიქრა.
ზუსტად დარეგულირებული მაღალი ხარისხის 19 დინამიკი და ინოვაციური საბვუფერი, რომელიც თქვენი Volvo-ს არქიტექტურასთანაა ადაპტირებული, უზრუნველყოფს მოცულობით ჟღერადობას, მიუხედავად იმისა, რომელ სავარძელზე ზიხართ. მუსიკის სრულყოფილი გამოცდილება, რომლის შეგრძნებაც ნამდვილად შესაძლებელია.
უნიკალური „ოთახის გარდაქმნის“ ტექნოლოგია ქმნის კონკრეტული გარემოს აკუსტიკას. აირჩიეთ „ოთახის რეჟიმებიდან“ ოთხი განსხვავებული ვარიანტი: „სტუდიო“, „ინდივიდუალური სცენა“, „საკონცერტო დარბაზი“ და „ჯაზ კლუბი“.
ჩვენი უხილავი ზონის საინფორმაციო სისტემა (BLIS) უზრუნველყოფს აქტიურ მხარდაჭერას ზოლის შეცვლისას. თუ მომიჯნავე ზოლში სხვა მანქანებთან შეჯახების საფრთხე არსებობს, BLIS-ს შეუძლია დახვეწილად შეცვალოს საჭე, რაც ხელს შეუწყობს თქვენ, თქვენს მანქანასა და თქვენს ახლობლებს იქ, სადაც თქვენ აპირებთ ყოფნას.
თუ ცენტრალური ხაზიდან გადახვევას იწყებთ, არსებობს მომავალ ავტომობილთან შეჯახების რისკი. თქვენს ავტომობილს შეუძლია ამის დადგენა და საჭის კორექტირება, რაც დაგეხმარებათ უსაფრთხო გზაზე დაბრუნებაში.*
დღისით თუ ღამით, ჩვენი Safety Assistance ინტელექტუალური ტექნოლოგია დაგეხმარებათ სხვა ავტომობილების, ქვეითების, ველოსიპედების და დიდი ცხოველების აღმოჩენაში და მათთან შეჯახების თავიდან აცილებაში. სისტემა ჯერ აფრთხილებს მძღოლს, შემდეგ ავტომატურ მუხრუჭებს იყენებს, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ვერ მოახდენს რეაგირებას.**
ოთხი კამერით, რომლებიც 360°-იან ხედებს გთავაზობთ, და ფლანგის სენსორებით, რომლებიც ზრდის ავტომობილის გვერდით მდებარე საგნების შესახებ ინფორმირებულობას, ჩვენი სისტემა დაგეხმარებათ, ვიწრო სივრცეებშიც კი თავდაჯერებულად გააჩეროთ ავტომობილი.
ტრანსპორტის გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილება და ავტომატური დამუხრუჭება ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს ავტომობილები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოიყენოს ავტომატური მუხრუჭი.***
ჩვენს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნოლოგიას შეუძლია დაგეხმაროთ მომავალი საგზაო მოძრაობისას მობრუნებაში ავტომატური სამუხრუჭე სისტემით, თუ არსებობს შეტაკების საშიშროება.
ჩვენი უხილავი ზონის საინფორმაციო სისტემა (BLIS) უზრუნველყოფს აქტიურ მხარდაჭერას ზოლის შეცვლისას. თუ მომიჯნავე ზოლში სხვა მანქანებთან შეჯახების საფრთხე არსებობს, BLIS-ს შეუძლია დახვეწილად შეცვალოს საჭე, რაც ხელს შეუწყობს თქვენ, თქვენს მანქანასა და თქვენს ახლობლებს იქ, სადაც თქვენ აპირებთ ყოფნას.
* მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ანაცვლებს მძღოლის ყურადღებასა და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.
** იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას შესაძლოა შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
plug-in ჰიბრიდი
აღმოაჩინეთ მართვის სიამოვნება ჩვენს თანამედროვე plug-in ჰიბრიდთან ერთად, რომელიც მზადაა ნებისმიერი მოსახვევისთვის.
plug-in ჰიბრიდი
აღმოაჩინეთ მართვის სიამოვნება ჩვენს თანამედროვე plug-in ჰიბრიდთან ერთად, რომელიც მზადაა ნებისმიერი მოსახვევისთვის.
გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში ან არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა დონის კომპლექტაციისთვის, ძალური გადაცემის ვარიანტებისთვის და ბაზრებისთვის.
Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.