მნიშვნელოვანი ფუნქციები ერთ ეკრანზე.
დაამატეთ კომფორტი ეკრანზე შეხებით.
გაამარტივეთ ყოველი დამუხტვა.
დააწკაპუნეთ თქვენი ავტომობილის გაზიარებისთვის.
დაზოგეთ დრო ინტუიციური ეკრანით და კონტროლის ღილაკებით.
გაიგეთ, რა მანძილის გავლას შეძლებთ
შეამოწმეთ აკუმულატორის დონე და გაიგეთ რა მანძილს გაივლით მისი საშუალებით.
თვალი ადევნეთ დამუხტვის პროცესს
შეამოწმეთ, იმუხტება თუ არა აკუმულატორი და რა დრო დასჭირდება მის სრულად დამუხტვას.
მოძებნეთ დანიშნულების ადგილები Google Maps-ით
მოძებნეთ დანიშნულების ადგილი და გააგზავნეთ თქვენს მანქანაში დეტალური ნავიგაციის გამოსაყენებლად.
მარტივად მოძებნეთ თქვენი ავტომობილი
მოძებნეთ თქვენი ავტომობილი ფარების ციმციმის ან სიგნალის გააქტიურების მეშვეობით.
უპრობლემოდ დამუხტეთ ეკრანზე რამდენიმე შეხებით.
მოძებნეთ უახლოესი დასამუხტი სადგურები
აკონტროლეთ თქვენი მოგზაურობა და მოძებნეთ თქვენთან ახლოს მდებარე საუკეთესო დასამუხტი სადგური. გამოიყენეთ ფილტრები უახლოესი სადგურების სიჩქარის, ხელმისაწვდომობის და ფასის მიხედვით დალაგებისთვის.
შეამოწმეთ დამუხტვის დონე და გასავლელი მანძილი
გაიგეთ, დაახლოებით რა მანძილის დაფარვას შეძლებთ დამუხტვის არსებული დონით. მისი გამოთვლა ხდება მართვის სტილის გათვალისწინებით და არა ტესტირების ზოგად მონაცემებზე დაყრდნობით.
დააპროგრამეთ დამუხტვის გრაფიკი
სახლის პირობებში დამუხტვა შეგიძლიათ გახადოთ უფრო ეკონომიური, რისთვისაც დასამუხტი მოწყობილობა უნდა გაააქტიუროთ იმ პერიოდში, როდესაც ელექტროენერგიის ტარიფი ყველაზე დაბალია. ამის გაკეთება მარტივია დამუხტვის გრაფიკისა და დამუხტვის ადგილის შენახვის ფუნქციის მეშვეობით.
დაადასტურეთ დამუხტვის სტატუსი
მარტივად შეამოწმეთ, შეერთებულია თუ არა კაბელი და იმუხტება თუ არა ავტომობილი. ასევე შეგიძლიათ მარტივად ნახოთ, როდის დაიმუხტება აკუმულატორი სრულად და როდის შეძლებთ გზის გაგრძელებას.
გახადეთ თქვენი მოგზაურობა უფრო კომფორტული მის დაწყებამდე.
შექმენით იდეალური პირობები
გაათბეთ ან გააგრილეთ სალონი იდეალურ ტემპერატურამდე EX30-ში ჩაჯდომამდე.
გააუმჯობესეთ ჰაერის ხარისხი სალონში
სანამ ავტომობილში ჩაჯდებით, სალონში ჰაერის გასაწმენდად გაააქტიურეთ ჰაერის გაწმენდის ხუთწუთიანი ციკლი.
შექმენით ციფრული გასაღებები EX30-ის თქვენი სმარტფონით განბლოკვისთვის და გაუზიარეთ თქვენი ავტომობილის მართვის უფლება სანდო მძღოლებს.
წვდომის მისაღებად გაუსვით თითი
გაუსვით თითი სმარტფონის ეკრანზე, დააყენეთ ციფრული გასაღები აპში და გამოიყენეთ ის თქვენს ავტომობილთან წვდომისთვის.
წვდომის უფლების სხვებისთვის გადაცემა
აირჩიეთ სანდო ოჯახის წევრები და მეგობრები კონტაქტების სიიდან და გაუგზავნეთ მათ ციფრული გასაღები, რომელზე წვდომასაც ისინი თითის გასმით მოიპოვებენ.
შეინარჩუნეთ კონტროლი
დააყენეთ ციფრული გასაღებების ვადის ამოწურვის თარიღები და დრო და დაათვალიერეთ სხვა მძღოლების მგზავრობის მონაცემები.
განაახლეთ პროგრამა მარტივად.
სანამ გაემგზავრებით, დააყენეთ პარამეტრები.
Volvo EX30 აპი გახლავთ უფასო აპი, რომელიც Volvo-ს ავტომობილის მძღოლებს ეხმარება EX30-ის ჩვენი ყველაზე მცირე ზომის, სრულად ელექტრო SUV-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში.
Volvo EX30 აპი გთავაზობთ პრაქტიკულ და ინტუიციურ ფუნქციებს, რომლებიც შექმნილია თქვენი EX30-ის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების ხელშესაწყობად. ეს მოიცავს დისტანციური კონტროლის ფუნქციებს თქვენი ავტომობილის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და სალონში კომფორტული კლიმატის შექმნისთვის. პარამეტრების და ეკრანის ფუნქციების მეშვეობით, თქვენ შეძლებთ თქვენი სრულად ელექტრო SUV-ის დამუხტვას უფრო ეფექტურად და ეკონომიურად.
Volvo EX30 აპი საშუალებას გაძლევთ დისტანციურად აკონტროლოთ ავტომობილის ზოგიერთი ფუნქცია. ეს მოიცავს ავტომობილის მოძებნის და დაცვის ფუნქციებს, სალონში კლიმატის რეგულირებას და სხვა.
Volvo Cars აპი წარმოადგენს მრავალი ფუნქციით აღჭურვილ აპლიკაციას, რომელიც შექმნილია Volvo-ს ყველა მოდელის ავტომობილის მძღოლისთვის, გარდა EX30-ისა. EX30-ის შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისთვის, ჩამოტვირთეთ Volvo EX30 აპი.
Volvo EX30 აპი უფასოა. ჩამოტვირთეთ ეს აპი თქვენს სმარტფონზე მისი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ზოგიერთ ციფრული სერვისის გამოყენებისთვის საჭიროა დამატებითი თანხის გადახდა.
მოძებნეთ სპეციალური მხარდაჭერის ჩანართი აპში. აქ ნახავთ მხარდაჭერის სხვადასხვა საკონტაქტო მონაცემს და პრობლემის გადაჭრის საშუალებებს.
შექმენით Volvo ID და მიიღეთ აპზე წვდომა თქვენი Volvo Cars-ის უნიკალური ანგარიშით. ის მოგცემთ პროდუქტებზე და სერვისებზე წვდომის შესაძლებლობას. ჩვენ მას გამოვიყენებთ თქვენი, როგორც კლიენტის და აპის მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის. შექმენით თქვენი Volvo ID აპის პირველად დაყენების დროს.
დაგავიწყდათ პაროლი? პაროლის აღსადგენად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
Volvo Cars-ის ვებ-გვერდის მეშვეობით:
1. პაროლის შეცვლა შეგიძლიათ პირდაპირ Volvo Cars-ის ვებ-გვერდზე 2. თქვენი Volvo ID-ის მართვის პარამეტრების ნახვა შეგიძლიათ ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ მენიუში 3. შეიყვანეთ თქვენი Volvo ID-ის მომხმარებლის სახელი (ელ. ფოსტის მისამართი/მობილურის ნომერი).
მიიღებთ შეტყობინებას ბმულით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი პაროლის შესაყვანად.
Volvo Cars აპში:
1. გახსენით Volvo Cars აპი 2. აირჩიეთ „ავტორიზაცია“ 3. დააჭირეთ ღილაკს „დაგავიწყდათ პაროლი?“ და მიჰყევით ინსტრუქციებს.
ავტორიზაციასთან დაკავშირებით დამატებითი დახმარების მისაღებად, მიმართეთ Volvo-ს ადგილობრივ დილერს ან Volvo Cars-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს.
Volvo EX30 აპის ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ბაზარზე და არ შედიოდეს ყველა ბაზარზე გაყიდული ყველა მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში. ნაჩვენები და აღწერილია სამომავლო ტექნოლოგია, საბოლოო დიზაინი და შესაძლებლობები შეიძლება განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.