შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ – Volvo ID
ძალაში შესვლის თარიღი:
გამოქვეყნებულია:
ამ დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ ამუშავებს Volvo Cars (როგორც განსაზღვრულია ქვემოთ) თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ქმნით და იყენებთ თქვენს Volvo ID-ს სერვისებზე წვდომისთვის Volvo Cars-ის ციფრულ ეკოსისტემაში (შემდგომში „Volvo ID“).
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:
- ვინ ვართ ჩვენ;
- რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და რისთვის;
- რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს მონაცემებს;
- ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
- თქვენი უფლებები ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;
- საკონტაქტო ინფორმაცია;
- კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების ცვლილებები
1. ვინ ვართ ჩვენ
თქვენი Volvo ID-ს შექმნასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპის ეკონომიკურ ზონაში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია Volvo Car Corporation, რეგისტრირებული მისამართი: Assar Gabrielssons Väg, SE-405 31, Gothenburg, Sweden (შვედეთი), კომპანიის რეგისტრაციის ნომერი: 556074-3089, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Volvo Cars“, „ჩვენ“ ან „ჩვენს“.
2. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და რისთვის
თქვენი Volvo ID-ს შექმნა და გამოყენება სერვისებზე წვდომისთვის Volvo Cars-ის ციფრულ ეკოსისტემაში ითვალისწინებს შემდეგი კატეგორიების პერსონალური მონაცემების დამუშავებას:
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს იდენტიფიკატორებს (როგორიცაა სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პრიორიტეტული ენა, ქვეყანა, ელფოსტის მისამართი და პაროლი) ჩვენთან ანგარიშის შესაქმნელად, თქვენთვის წვდომის უზრუნველსაყოფად Volvo Cars-ის სერვისებზე, რომლებიც საჭიროებს Volvo ID-ს და თქვენთან კომუნიკაციის საწარმოებლად თქვენს Volvo ID-სთან დაკავშირებით. ამგვარი მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს Volvo Cars-თან თქვენ მიერ დადებული ხელშეკრულების შესრულება (GDPR, მუხ. 6.1.b).
Volvo ID პორტალზე თქვენი Volvo ID-ს და მასთან დაკავშირებული სერვისების მიმოხილვის წარმოსადგენად ჩვენ დავამუშავებთ თქვენს Volvo ID-ს, ინფორმაციას ავტომობილის (VIN, მანქანის დეტალებს) და თქვენს Volvo ID-სთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. ასეთი დამუშავების სამართლებრივი საფუძველია კანონიერი ინტერესი ((მუხ. 6.1.f) GDPR) გამოვავლინოთ თქვენს Volvo ID-სთან დაკავშირებული ყველა მანქანა და სერვისი.
ჩვენ ასევე ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პრობლემების მოგვარების მიზნით, თქვენი Volvo ID-ს შექმნასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, ჩვენი პროდუქტის საიმედობის გასაუმჯობესებლად. შემდეგ ჩვენ ვიყენებთ თქვენი Volvo ID-ს ნაწილს (მომხმარებლის სახელს და მომხმარებლის იდენტიფიკატორს). ასეთი მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი კანონიერი ინტერესი (GDPR, მუხლი 6.1.f) უზრუნველვყოთ თქვენთვის სტაბილური და საიმედო პროდუქტი.
3. რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ თქვენ გექნებათ რეგისტრირებული Volvo ID. თუ წაშლით თქვენს Volvo ID-ს (მისი წაშლა შეგიძლიათ Volvo ID პორტალიდან), Volvo ID და მასთან დაკავშირებული მონაცემები წაიშლება წაშლის მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ.
4. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
Volvo ID-ს მოწოდების უზრუნველმყოფ დამმუშავებლებს მიეკუთვნებიან შემდეგი კატეგორიები:
- ანგარიშის შექმნის და ავტორიზაციის სერვისის პროვაიდერი;
- მონაცემთა ჰოსტინგი
- ელფოსტის და SMS-ების დაგზავნა
- გაუმართაობების აღმოფხვრის სერვისის პროვაიდერი
მათ ხელშეკრულებით ეკრძალებათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით, ჩვენთვის მომსახურების გაწევის მიზნის გარდა, მონაცემთა დამუშავების შესახებ თითოეული მოქმედი შეთანხმების საფუძველზე. ზოგიერთ აღნიშნულ სიტუაციაში დამმუშავებლების გამოყენება ნიშნავს პერსონალური მონაცემების შეზღუდულ გადაცემას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა გადაცემის შეზღუდვა მინიმუმამდე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ისეთი მონაცემების გადაცემა, რომლებითაც შეუძლებელია თქვენი უშუალო იდენტიფიცირება, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს არაავტორიზებული გამჟღავნების რისკი.
5. თქვენი უფლებები ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით
როგორც მონაცემთა სუბიექტს, თქვენ გაქვთ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტით მონიჭებული გარკვეული კანონიერი უფლებები ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. ეს უფლებები მოკლედ განმარტებულია ქვემოთ და თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ისინი ქვემოთ მითითებული სპეციალური ფორმის შევსებით.
- თანხმობის გაუქმების უფლება: თუ თქვენ თანხმობა განაცხადეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ამ თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მონაცემების შემდგომი დამუშავების მიმართ.
- თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება: შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი იმ პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ. ჩვენ თქვენი მოთხოვნით წარმოგიდგენთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლს. თუ მოითხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამატებით ასლებს, ჩვენ შეგვიძლია გადაგახდევინოთ გონივრული გადასახადი ადმინისტრაციული ხარჯების საფუძველზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლებსაც ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემისას ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში, თუ მოითხოვთ ჩვენ მიერ იმის დადასტურებას, ვამუშავებთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გადავცემთ თუ არა მათ ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში.
- შესწორების უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი არასწორი ან არასრული პერსონალური მონაცემების გასწორება. ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს იმისათვის, რომ ჩვენს მფლობელობაში ან ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც უწყვეტად გამოიყენება, იყოს ზუსტი, სრული, აქტუალური და რელევანტური, ჩვენთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაციის საფუძველზე.
- შეზღუდვის უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, თუ:
- თქვენ დააყენებთ თქვენი პერსონალური მონაცემების სიზუსტის საკითხს, იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა სიზუსტის გადასამოწმებლად,
- დამუშავება უკანონოა და თქვენ მოითხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვას წაშლის ნაცვლად,
- ჩვენ აღარ გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნით, მაგრამ თქვენ ისინი გჭირდებათ სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად, ან
- თქვენ გააპროტესტებთ დამუშავებას, ხოლო ჩვენ შევამოწმებთ, ენიჭება თუ არა უპირატესობა ჩვენს სამართლებრივ საფუძველს თქვენს სამართლებრივ საფუძველთან შედარებით.
- პორტატიულობის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგინეთ და, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ (თქვენ მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი) თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის, თუ: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სტრუქტურირებული, გავრცელებული და მანქანით წაკითხვადი ფორმატით. თქვენი პერსონალური მონაცემების მიღების უფლება არ უნდა ლახავდეს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს. თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენგან სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემის უფლება წარმოადგენს უფლებას, რომელიც თქვენ გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა ტექნიკურად შესაძლებელია.
- ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ავტომატიზებული საშუალებებით;
- ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი თანხმობის საფუძველზე ხდება, ან ჩვენი მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა იმ ხელშეკრულების გასაფორმებლად ან შესასრულებლად, რომლის მხარესაც წარმოადგენთ;
- თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენთვის წარმოდგენილია თქვენ მიერ; და
- თქვენი პორტატიულობის უფლება არ ლახავს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს.
- წაშლის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ ეს მოთხოვნა, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენ მიერ, თუ დამუშავება არ არის საჭირო შემდეგისთვის:
- გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის გავრცელების უფლების განსახორციელებლად:
- სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც საჭიროებს მონაცემების დამუშავებას ევროკავშირის ან წევრი სახელმწიფოს ისეთი კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენზე ვრცელდება;
- საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ მიზნების მისაღწევად, სამეცნიერო, კვლევითი ან სტატისტიკური მიზნებისთვის; ან
- სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად.
- შედავების უფლება: თქვენ შეგიძლიათ – ნებისმიერ დროს – გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, იმ პირობით, რომ დამუშავება არ ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, არამედ ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესების გამო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ არ წარმოვადგენთ საკმარის სამართლებრივ საფუძველს და უპირატესი ძალის მქონე ინტერესს მონაცემების დასამუშავებლად ან სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად. თუ თქვენ გააპროტესტებთ მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ, გსურთ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ შევზღუდავთ მათ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს და მიზეზის მიუხედავად გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით (რაც მოიცავს პროფილირებას ასეთ პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული მასშტაბით), თუ ასეთი დამუშავება ხდებოდა ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე. თუ მარკეტინგი ხორციელდებოდა თქვენი თანხმობის საფუძველზე, შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა (იხილეთ ზემოთ).
- საჩივრის შეტანის უფლება: თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი თქვენს მონაცემთა დაცვის ადგილობრივ საზედამხედველო ორგანოში ან ნებისმიერ სხვა მონაცემთა დაცვის ორგანოში ევროკავშირში. თუმცა ჩვენ მადლობელი ვიქნებით, თუ პირველ რიგში ჩვენ დაგვიკავშირდებით იმისათვის, რომ ვცადოთ თქვენი პრობლემის მოგვარება – ჩვენი საკონტაქტო მონაცემები მოცემულია ქვემოთ.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები ჩვენ მიმართ ამ ფორმის შევსებით, რაც დაგვეხმარება თქვენი მოთხოვნის სათანადოდ განხილვაში. ონლაინ ფორმა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება თქვენი ვინაობის შესამოწმებლად და თქვენი მოთხოვნის განსახილველად. ტელეფონით ან ელფოსტით გამოგზავნილი მოთხოვნებისთვის საჭირო იქნება საკმარისი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ იმის გონივრულად შემოწმებას, რომ თქვენ ხართ ის პირი, რომლის პერსონალური მონაცემები შევაგროვეთ, ასევე საჭირო იქნება თქვენი მოთხოვნის საკმარისად დეტალურად აღწერა იმისათვის, რომ შევძლოთ მისი სათანადოდ შეფასება და მასზე რეაგირება. თუ ჩვენ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ვერ მოვახერხებთ თქვენი ვინაობის იდენტიფიცირებას წვდომის და წაშლის მოთხოვნებისთვის, შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.
6. საკონტაქტო ინფორმაცია
თქვენი უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, იხილოთ ზემოთ მოცემული ნაწილი 5. თუ გაქვთ სხვა კითხვები პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:
Volvo Car Corporation
საფოსტო მისამართი: Assar Gabrielssons väg, SE-405 31, Gothenburg, Sweden (შვედეთი)
ელფოსტის მისამართი: globdpo@volvocars.com
7. კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების ცვლილებები
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ჩვენი კონფიდენციალურობის წესები და შევიტანოთ განახლებები და ცვლილებები ამ შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ. თუ ამ შეტყობინებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ, განსაკუთრებით, თუ ეს შეტყობინება თქვენს თანხმობას ეფუძნება, ჩვენ გაცნობებთ ასეთი ცვლილებების შესახებ. ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ აქტუალურია თარიღისთვის, რომელიც მითითებულია დოკუმენტის თავში.