უსაფრთხოება

უსაფრთხოება ბევრად მეტია, ვიდრე პროდუქტზე ეტიკეტის მიწებება. ჩვენი Volvo Cars კულტურა მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი გუნდი კომპანიის მასშტაბით მტკიცედ იყოს მოწოდებული დააყენოს უსაფრთხოება უმაღლეს პრიორიტეტად.

სამი ადამიანი, რომლებსაც აცვიათ უსაფრთხოების აღჭურვილობა და სამუშაო სპეცტანსაცმელი, საუბრობს.
VOLVO-ს აბრის გვერდზე მდგომი ორი ჯენტლმენის ვინტაჟური სურათი.

„ავტომობილებს ადამიანები მართავენ. რასაც ვაწარმოებთ ყველაფრის წამყვან პრინციპს წარმოადგენს უსაფრთხოება და ასე უნდა გაგრძელდეს“

გუსტაფ ლარსონი, Volvo-ს თანადამფუძნებელი

ქალი ბავშვს მანქანის სავარძელზე უსაფრთხოების ღვედს ახვევს.

უსაფრთხოება ჩვენს გენშია

ათწლეულების მანძილზე ჩვენ წარმოვადგენდით ლიდერს ამ სფეროში და უსაფრთხოება ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია, ჩვენი კომპანიის ხერხემალი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ადამიანზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც ზრუნავს გარშემო მყოფ ადამიანებზე.

უსაფრთხოების სფეროში ლიდერობის მომავალი

იმისათვის, რომ დავიცვათ ის, რაც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აღვჭურვოთ ჩვენი ავტომობილები უსაფრთხო და ინტელექტუალური ტექნოლოგიებით. მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ახლა უსაფრთხოების ახალი ეპოქისკენ ვისწრაფვით.

გზაზე ორი მანქანის ციფრული ვიზუალიზაცია.
ნულოვანი შეჯახებები

2007 წელს ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომლიც მიხედვითაც არავინ არ უნდა დაშავდეს სერიოზულად ან დაიღუპოს Volvo-ს ახალ ავტომობილში. ეს ვალდებულება დაგვეხმარა გარკვეული თამამი გადაწყვეტილების მიღებაში. დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ და მიზნად ვისახავთ შეჯახებების სრულად თავიდან აცილებას.

მამაკაცი ათვალიერებს კრაშ-ტესტის მაკეტს, რომელსაც სხვა ქალი აკვირდება.
მონაცემთა სამყარო

1970 წელს ავარიების კვლევის ჯგუფის შექმნის მომენტიდან, ჩვენ შევისწავლეთ 43 000-ზე მეტი ავტომობილი რეალურ ავარიებში, რომელშიც დაახლოებით 72 000 ადამიანი მონაწილეობდა. ეს კვლევა დაეხმარა ავტომობილების უსაფრთხოების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემების და ფუნქციების შექმნას.

წამყვანი ინოვაციები

ცისფერი უსაფრთხოების ღვედი ბალთაზე წარწერით „SINCE 1959“.

იდეები, რომლებიც მსოფლიოს ცვლის, ხშირად მეტად საკამათოა. როდესაც 3-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედი დავნერგეთ, კრიტიკას და წინააღმდეგობას შევხვდით. ბევრი თვლიდა, რომ ახალი გამოგონება ზღუდავდა მათ თავისუფლებას. დღეისთვის მან მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა.

ავტომობილის მძღოლის სავარძელზე მჯდომი ადამიანის ციფრული ვიზუალიზაცია.

დაცვა, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ

ჩვენ ყველას გვსურს ჩავთვალოთ, რომ კარგი მძღოლები ვართ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენ შორის საუკეთესოებიც უშვებენ შეცდომებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი არის მომავალ Volvo EX90-ში სალონის სენსორების სტანდარტად დანერგვა – რათა ჩავერიოთ და დაგეხმაროთ მაშინ, როდესაც არ ხართ საუკეთესო ფორმაში.

Volvo Cars-ის უსაფრთხოების მახასიათებლები ავსებს ავტომობილის უსაფრთხო მართვის პრაქტიკას და არ არის განკუთვნილი ავტომობილის უყურადღებოდ, აგრესიულად, ან სხვაგვარად არაუსაფრთხო ან უკანონოდ მართვის წასახალისებლად.
საბოლოოდ, ყოველთვის მძღოლი პირადად არის პასუხისმგებელი ავტომობილის უსაფრთხო მართვაზე. აღწერილი ფუნქციები შეიძლება იყოს დამატებითი და მათი ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნიდან გამომდინარე.