უსაფრთხოება

ჩვენ გამოვიგონეთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ავტომობილის უსაფრთხოების ისტორიაში. ჩვენს ტექნოლოგიას რეალური სარგებლობა მოაქვს და წინ კიდევ ბევრი რამაა.

გამომგონებლის, ნილს ბოლინის მიერ 1959 წელს წარმოდგენილი სამწერტილიანი უსაფრთხოების ღვედი.

1959 წ. სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი

Volvo-ს ინჟინერმა ნილს ბოლინმა დანერგა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი PV544 მოდელში და ამის შედეგად მილიონზე მეტი სიცოცხლე გადარჩა, რადგან Volvo Cars-მა უარი თქვა საკუთარ საპატენტო უფლებებზე, რათა ყველას ესარგებლა ამ გამოგონებით.

მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დაყენებული ბავშვის სავარძელი დაინერგა Volvo Cars-ის მიერ 1972 წელს.

1972 წ.მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით განთავსებული ბავშვის სავარძელი

გახსოვთ ასტრონავტების ის ადრეული სურათები, რომლებიც აფრენის დროს ზურგზე იწვნენ, რომ სხეულზე ძალა გაეთანაბრებინათ? სწორედ ეს იყო ჩვენი მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით განთავსებული საბავშვო სავარძელის ძირითადი პრინციპი. დატვირთვის გადასანაწილებლად და დაზიანების შემცირებისთვის.

1978 ბუსტერ-სავარძელი

გოგონა ზის წითელი ფერის Volvo-ს ავტომობილის ბუსტერ-სავარძელში, უსაფრთხოების ღვედით.

ჩვენ გამოვიგონეთ მსოფლიოში პირველი ბუსტერი, რომელმაც უსაფრთხოების ღვედთან ერთად, 4 წლიდან ასაკის ბავშვებს საშუალება მისცა იმოგზაურონ სახით მოძრაობის მიმართულებით, უსაფრთხოდ და კომფორტულად.

1990 წ.

მსოფლიოში პირველი ინტეგრირებული ბუსტერი-ბალიში.

ორი ბავშვი ზის Volvo-ს ავტომობილის უკანა სავარძელზე და ერთმანეთს უყურებს.

1991 წ.

დაცვის სისტემა გვერდითი დარტყმისას (SIPS)

ავტომობილის შასის ხედი, რომლის ზოგიერთი ნაწილი შეღებილია სხვადასხვა ფერებში.
ავტომობილის ორი შავი სავარძელი თითოეულ მხარეს გვერდითი დარტყმისგან დამცავი სხეულის უსაფრთხოების თეთრი ბალიშებით.

1991 წ. გვერდითი დარტყმისგან დამცავი უსაფრთხოების ბალიშები

SIPS-ს (გვერდითი დარტყმისაგან დამცავი სისტემა) მოჰყვა კიდევ მსოფლიო სიახლე: გვერდითი დარტყმისგან დამცავი სხეულის უსაფრთხოების ბალიშები, ან SIPS ჩანთები.

Volvo Cars-ის კისრის დაზიანებისგან დამცავი სისტემის გრაფიკული ილუსტრაცია.

1998 წ. კისრის დაზიანებისგან დამცავი სისტემა (WHIPS)

სავარძლისა და თავმისადების გააზრებული კონსტრუქციის წყალობით, WHIPS უზრუნველყოფს თანაბარ მხარდაჭერას და ენერგიის შთანთქმას უკანა მხარეს დარტყმის შემთხვევაში, რაც ხელს უწყობს კისრის დაზიანების მიღების რისკის შემცირებას.

Volvo Cars-ის გასაბერი ფარდის გრაფიკული ილუსტრაცია.

1998 წ. გასაბერი ფარდა

პირველი უსაფრთხოების ბალიშების სისტემა, რომელიც გაუმჯობესებულ დაცვას გვთავაზობდა როგორც წინა, ასევე უკანა სავარძლებზე მსხდომთათვის. უსაფრთხოების ბალიშები იმალება ჭერში და უზრუნველყოფს მგზავრის თავის არის დაცვას გვერდითი დარტყმის ან ამოყირავების დროს.

ახალ ათასწლეულის დასაწყისში, ჩვენ განვაგრძეთ უსაფრთხოების ისეთი მახასიათებლების გამოგონება, რომლებსაც რეალური სარგებლობა მოაქვს.

2002 წ.

ამოყირავებისგან დაცვის სისტემა (ROPS)

Volvo SUV ამოყირავების ტესტებში, რომლებიც ამოწმებს მის სტაბილურობის ელექტრონული კონტროლის სისტემას და უსაფრთხოების სტრუქტურას.

რაც უფრო პოპულარული გახდა SUV-ები, ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი SUV-ების სტაბილურობა მოძრავი სტაბილურობის კონტროლის ელექტრონული სისტემით და გავაუმჯობესეთ მათი კორპუსის დიზაინი, სტრუქტურა და შეზღუდვები, რათა გაუმჯობესებულიყო დაცვა ავარიების დროს.

2003 წ. ხილვადობის მკვდარ წერტილში ავტომობილის არსებობის შესახებ ინფორმირების სისტემა (BLIS)

BLIS (ხილვადობის მკვდარ წერტილში ავტომობილის არსებობის შესახებ ინფორმირების სისტემა) იყენებს კამერებს ან რადარებს თქვენს ავტომობილთან სხვა ავტომობილების მიახლოების დასადგენად. გამაფრთხილებელი შუქები კარის სარკეებთან, მძღოლს რეაქციისთვის მეტ დროს აძლევს.

ქუჩაში მოძრავი Volvo-ს ავტომობილი, ციფრულად გამოსახული ნიშნებით, რომლებიც ასახავს საგანგებო დამუხრუჭების სისტემას.

2008 წ. სისტემა City Safety

პირველი თაობის Volvo XC60-ით დაწყებული, ჩვენ შემოვიღეთ ავტონომიური საგანგებო დამუხრუჭების სისტემა, როგორც სტანდარტული მოწყობილობა ყველა შემდგომ ახალ Volvo-ს მოდელში. ლაზერული დეტექციის გამოყენებით, სისტემა ამცირებს უკანა მხრიდან შეჯახების რისკს დაბალ სიჩქარეებზე.

2010 წ.

ფეხით მოსიარულეთა აღმოჩენა სრული ავტო მუხრუჭით

Volvo XC90 ჩერდება საფეხმავლო გადასასვლელთან, ხოლო ქალბატონი ყავის ჭიქით ხელში გზაზე გადადის.

2014 წ.

გზიდან გადასვლისგან დაცვის სისტემა

ავტომობილის გვერდითი ხედი ღია შასითა და სალონით. ასევე ავტომობილის წინ არის ნაცრისფერი და შავი ყუთები.

2016 წ. Connected უსაფრთხოება

Slippery Road Alert და Hazard Light Alert ფუნქციები წარმოქმნის ვირტუალურ სივრცეს ორ ავტომობილს შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემების გასაზიარებლად და აფრთხილებს მძღოლს მოლიპული გზის ან ჩართული ავარიული სიგნალების მქონე სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.

2018 წ.

მოახლოებული შეტაკების არიდება დამუხრუჭებით

გზატკეცილზე მოძრავი Volvo-ს ავტომობილი, ციფრულად გამოსახული ნიშნებით, რომლებიც ასახავს დამუხრუჭებისას შეჯახების ძალის შემცირებას.

თუ წინიდან მომავალი ავტომობილი შემოდის თქვენს ზოლში და შეჯახება გარდაუვალია, ამ ფუნქციას შეუძლია შეამციროს თქვენი ავტომობილის სიჩქარე შეჯახების ძალის შესამცირებლად.

წერტილების ციფრული ვიზუალიზაცია, რომელიც ადამიანს ჰგავს.

2019 წ. E.V.A. (ყველასათვის უსაფრთხო ავტომობილების) ინიციატივა

1970-იანი წლებიდან, ჩვენ ვაგროვებდით მონაცემებს ავარიების შესახებ, რათა უკეთ გაგვეგო, თუ რა ხდება შეჯახების დროს. E.V.A. ინიციატივის წყალობით ჩვენ გავხადეთ მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი ციფრული ბიბლიოთეკის საშუალებით, რომლის ჩამოტვირთვაც ყველას შეუძლია.

Glacier Silver ფერის Volvo XC40 Recharge Plug-in ჰიბრიდი გაჩერებულია შავი ფასადის გვერდით.

2020 წ. სიჩქარის ლიმიტი

სიჩქარის გადაჭარბების საშიშროების შესახებ მკვეთრი სიგნალის გასაგზავნად, ჩვენ შევამცირეთ ჩვენი ყველა ახალი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-მდე, და ასევე ავიღეთ საკუთარ თავზე აქტიური პასუხისმგებლობა გზებზე სიკვდილიანობის შემცირებაზე მძღოლის უკეთესი ქცევის მხარდაჭერის გზით.

ჩვენი მომავალი უსაფრთხოების მახასიათებლებით, ჩვენ შევდივართ უსაფრთხოებისა და Volvo Cars-ის ახალ ეპოქაში.

ავტომობილის კონტურის, გზაზე ხაზების და სხვა ობიექტების ციფრული ვიზუალიზაცია.

2023 წ. ლიდარი

მაღალი ხარისხის სენსორებზე დაფუძნებული, Lidar ტექნოლოგია საფუძველს უყრის უსაფრთხო ავტონომიური ავტომობილების შექმნას. ის ეხმარება ავტონომიურ ავტომობილებს სხვა ავტომობილების, ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტების აღმოჩენაში.

ავტომობილის მძღოლის სავარძელზე მჯდომი ადამიანის ციფრული ვიზუალიზაცია.

2023 წ. მძღოლის დამხმარე სისტემა

ამ 2-კამერიან სისტემას შეუძლია ამოიცნოს მძღოლის ყურადღების გაფანტვა, როდესაც მას ეძინება ან თუნდაც ნასვამ მდგომარეობაში არის. საჭიროების შემთხვევაში, სისტემა გააქტიურებს დამცავ ფარს და მიიღებს შესაბამის კონტრზომებს, უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად.

Volvo Cars-ის უსაფრთხოების მახასიათებლები ავსებს ავტომობილის უსაფრთხო მართვის პრაქტიკას და არ არის განკუთვნილი ავტომობილის უყურადღებოდ, აგრესიულად, ან სხვაგვარად არაუსაფრთხო ან უკანონოდ მართვის წასახალისებლად.
საბოლოოდ, ყოველთვის მძღოლი პირადად არის პასუხისმგებელი ავტომობილის უსაფრთხო მართვაზე. აღწერილი ფუნქციები შეიძლება იყოს დამატებითი და მათი ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნიდან გამომდინარე.